საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოხუმში კარვები გაშალეს

1138

აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის შენობის წინ ოცამდე სამოქალაქო აქტივისტმა კარვები გაშალა. მათი მოთხოვნა ანტიკორუფციული კანონის მიღებაა.ნუჟნაია გაზეტას” ცნობით, ისინი აქ დარჩენას მანამ გეგმავენ, სანამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანო კანონს არ მიიღებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

აქტივისტ ჯანსუღ ადლეიბას თქმით, მათ ეს მოთხოვნა შვიდი წელია აქვთ, მაგრამ დღემდე უშედეგოდ.

“ყველა მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ უნდა დავივიწყოთ პირადი მატერიალური ინტერესები და წინა ადგილზე უნდა დავაყენოთ ეროვნული”, – განმარტა მან.

დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს წევრის, დეპუტატ ასტამურ ლოგუასთვის გაუგებარია, რას უკავშირდება აქცია, რადგან საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველ საკითხთა ჩამონათვალშია და სესიაზე 6 თებერვალს გაიტანენ.

კანონპროექტი საჯარო მოხელეთა შემოსავლების დეკლარაციასთან დაკავშირებით, დე ფაქტო პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. მის მიღებას კიდევ ორი მოსმენა სჭირდება.