სოხუმში ანტიკორუფციული კანონის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

1022

შემდეგი სტატია

ანტიკორუფციული კანონის მიღების ინიციატორებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ინფორმაციას იმედინიუსი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტებმა შენობის წინ კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ კანონის მიღებამდე დაშლას არ აპირებენ.

რუსული მედია წერს, რომ საუბარია გაეროს კონვენციაზე კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში 2005 წლის დეკემბერს შევიდა. ამ ეტაპზე მას 186 მონაწილე შეურთდა. დოკუმენტი მათ კორუფციასთან ბრძოლას, შესაბამისი კანონების მიღებას და სპეციალური ორგანოების შექმნას ავალდებულებს.