გარდაბნის მერიის ინფორმაციით, სოფელ სართიჭალაში სასმელი წყლის პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება

687

წინა სტატია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, მუღანლოს დასახლებას, სასმელი წყლის პრობლემა უახლოეს პერიოდში აღარ ექნება.

გარდაბნის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ სართიჭალაში მუღანლოს დასახლების წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე, ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.

„რაც შეეხება ტექნიკური წყლით უზრუნველყოფას, წყალმომარაგების დროებით შეზღუდვა, მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, მუნიციპალიტეტის მერის და საქართველოს მელიორაციის მყისიერი კომუნიკაციით, მუღანლოსა და სააკაძის მოსახლეობას, ტექნიკური წყლის მიწოდება, ხვალ აღუდგება“, – აცხადებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, სოფელ სართიჭალაში მოსახლეობამ წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელს სასმელი წყალი წლებია არ აქვს და ე.წ. ტექნიკური წყლით მარაგდება.