ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გორგილაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ადასტურებს, რომ შეთავაზება აქვს და ამ საკითხზე მასთან “ქართული ოცნება” კონსულტაციებს მართავს.
“ნამდვილად არსებობს კონსულტაციები, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არ არის. არის საუბრები ჩემზეც და სხვებზეც. ჩემს გადაწყვეტილებაზე არ იქნება მხოლოდ დამოკიდებული, საბოლოოდ ყველაფერს გუნდი გადაწყვეტს. ისეთი სტილი მაქვს, სადაც საჭირო ვარ, იქ ვარ” – განუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლევან გორგილაძემ.
ლევან გორგილაძე ამბობს, რომ კონსულტაციები სხვა შესაძლო კანდიდატებთანაც იმართება, თუმცა ის მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
წყარო: აჭარის ტელევიზია