ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთიდან დაიწყო, შეზღუდვები მოიხსნა

655

წინა სტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან მიმდინარეობს.

კომპანიის Facebook გვერდზე აღნიშნულია, რომ პირველი თებერვლის ღამის ორი საათიდან რუსეთიდან აფხაზეთის ელექტრომომარაგება დაიწყო, მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები კი მოხსნილია.

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, „რესპუბლიკაში“ კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 439.13 მეტრამდე დაეცა. „თუ წყალსაცავში წყლის დონე 420 მეტრს მიაღწევს, ენგურჰესი მუშაობას შეაჩერებს“,- ნათქვამია სტატიაში.

ცნობისთვის, შპს „ენგურჰესმა“ პარასკევს, 31 იანვარს, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს.