თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

603

წინა სტატია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. შესაბამის დოკუმენტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და შპს „ჰიდროგეოს“ დირექტორმა, ამირან მამუკაშვილმა ხელი უკვე მოაწერეს.

შეგახსენებთ, რომ თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში კი სამი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

“სამუშაოები მიმდინარე წყლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება გაუუმჯობესდება. პროექტს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”, – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

https://www.facebook.com/WaterSupplyCompany/posts/2684845551611020?__xts__%5B0%5D=68.ARCOhQ9c17bN99fmSL3sun_uHcnOX7zibykMwF38AxLt6zL9E-Rbn8jIs6rEYjJvS2HfhJ08X-n0dA2pfK6EFqVAOTWt_c96VkfbnkazPzIxFKrXH4vfb7waoy4nVjyTbIgNAj9uTrwD7E7uLB5qQPy4kd1KuTG_KQhg9WF69V6TXT63Y52B_j7LLUL9ppwE1Pm2y37hOpdC0MfkVF40CaCfwY8DSw7V72pv797szBjjMRirRv03V_hwUMNwthlSWNTBRySehMrj4O-aa-HVUUfRBbIhC5LHr8FKHFqGkIMPPvjZMQyMMLdU9nIsev7XCtTXDvw_ewMMUCxr3nS-w9a2fSdo76eTSJufa39rSszS08VynOnFb-_WOlYztIlCIiwgybF9T0ox7JWhy-UhARhn6ORG1DkavR_dduHVBLQKZ64GrknpEetCEoIUfdlGPb-tQaAuN2D6KvFE8A0y&__tn__=-R