ხაბეიშვილი: კალაძის დავალებით და გომელაურთან შეთანხმებით თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი

723

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას, ჯგუფურად, დაგეგმილად, კალაძის დავალებით და გომელაურთან შეთანხმებით თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკურებულოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოძრაობა „შეცვალეს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს წევრები არიან კრიმინალები და მოძალადეები.

„ორი ამბავია, ანრი ოხანაშვილს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს ანრის გარდა არავის უნახავს და ვგმობ ამ ძალადობასაც,მათგან განსხვავებით და ის კაციც ციხეშია და მეორე ამბავი რაც მოხდა, საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას, ჯგუფურად, დაგეგმილად, კალაძის დავალებით და გომელაურთან შეთანხმებით თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი, რომელიც ჯერ უკნიდან დარტყმით, მერე წაქცეულზე ფეხებით გამისწორდა ფიზიკურად. ეს ხალხი თავისუფალია და მგონი, საზოგადოება მარტივად გააკეთებს დასკვნას, რატომ ხდება ასე. რაც შეეხება იმას, რომ მინისტრთან ეს შეთანხმებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ძალადობა მოხდა და ფიზიკურად გამისწორდნენ ერთ ადამიანს „ქართული ოცნების“ კინგ ბოქსიორი და მოჭიდავე დეპუტატები, არც ერთი პოლიციელი საკრებულოს შენობაში ამ კონფლიქტის შემდეგ არ შემოსულა. მაშინ, როდესაც ესკალაციის საშიშროება იყო, რადგან მეც შენობაში ვიყავი და ეს დეპუტატებიც. როცა სახელმწიფოს მოღალატეს, კუხიანიძეს ეხებოდა საქმე, საპოლიციო არმია იცავდა მას საკრებულოს შენობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ საკრებულოს წევრები არიან კრიმინალები და მოძალადეები, უბრალოდ, ეს ვიზუალურად გამოიხატა “მის თვალზე“.