თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გაჟღერდება ინიციატივა თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სახელობის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასა და შესაბამისი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, ღონისძიება გაერო-ს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღის ფარგლებში აღინიშნება და მას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.