ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღებს, რომლებმაც 20 იანვრიდან ხორცის მიწოდება შეუწყდა, პრობლემა ორშაბათიდან მოგვარდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაზა ზაუტაშვილი ამბობს, რომ გამოვლენილია ახალი კომპანია, რომელიც ბაღებში ხორცპროდუქტების მიწოდებას მომავალი კვირიდან უზრუნველყოფს.
“გასული წლის 24 დეკემბერს გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია არ ატვირთა, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება და აღნიშნულ კომპანიას მივეცით დისკვალიფიკაცია. ეს პრობლემა ორშაბათიდან მოგვარდება, რადგან უკვე გვყავს ახალი კომპანია, რომელიც ბაღებს ხორცპროდუქტებით მოამარაგებს”- ამბობს ზაზა ზაუტაშვილი.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში ხორცის დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიიამ ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ამ მიზეზით მერიამ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოახდინა.
ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცპროდუქტებისათვის ტენდერი 2019 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კი მიმდინარე წლის 20 იანვარს განახლდა.