ყვარელში საბავშვო ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება

666

სტატიის გაგრძელება

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება. მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რის გამოც აღსაზრდელები ხორცის საჭირო რაციონის გარეშე დარჩნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ტენდერი გამოცხადდება, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.

„გამარჯვებულ შესაბამისი დოკუმენაციის ატვირთვა შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოუხდენია,ამიტომ იძულებულები გავხდით კომპანიის დისკვალიფკაცია მიგვეხდინა “,- ამბობს ყვარლის მუნიცუპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.

ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცპროდუქტებისათვის ტენდერი 2019 წლის 22 დეკემბერს გამოაცხადა.