სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში კომპანია „ჯი აი ჯი ინთერნეიშენელის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბოაზ შუმერმა ახალი სამკერვალო ფაბრიკა გახსნა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
სამკერვალო ფაბრიკის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ საწარმოში, რომელიც უახლესი დანადგარებით და სამკერვალო მანქანებითაა აღჭურვილი, ოცდაათამდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.
კომპანიაში განმარტავენ, რომ სამკერვალო ფაბრიკა როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე, საექსპორტოდ ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზეა ორიენტირებული.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია საწარმოს გაფართოება და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა.