გონიოს ერთ სკოლაში სპორტის გაკვეთილები სკოლის შენობაში ტარდება. მიზეზი ისაა, რომ სპორტულ მოედანი განადგურებულია და განადგურებული სათამაშო მოედნის გამო ბავშვები ხშირად ტრამვებს იღებენ. ამის შესახებ სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა.
მოზარდები ფიზიკური აქტივობებით დაკავებას სტადიონზე ვერ რისკავენ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადიან სპორტულ მოზადებას. რისკებზე საუბრობენ პედაგოგებიც.
გიგა ივანაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ამ უბანში სპორტული მოედნის განახლებას ითხოვს. მოზარდი სათამაშოდ აქ თანატოლებთან ერთად, ხშირად მოდის, თუმცა ამბობს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, ტრამვას იღებს. გონიოს დასახლებაში მცხოვრები შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
გიგას მსგავსად სტადიონის მოწესრიგებას 13 წლის ზურაც ითხოვს. ამბობს, რომ დაზიანებული მინდვრის საფარის გამო, თამაშში ხელი ეშლებათ. ამის გამო კი გასართობად სხვა უბანში უწევთ გადასვლა.
პრობლმებაზე საუბრობენ სპორტის პედაგოგიც. ინგა მგელაძე ამბობს,რომ ბავშვების მოედანზე გაყვანას ვერ ახერხებს, რადგან ვარჯიში შესაძლლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
პრობლემას იცნობენ ბათუმის მერიაში. გონიო კვარიათის სერვის ცენტრში სატელევიზიო კომენტარი არ გეეკეთეს, თუმცა სიტყვიერად განმარტეს, რომ მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება. თვითმართველობას ამ დრომდე საჭირო თანხები ბიუჯეტში არ აქვს გათვალისწინებული და არც შესაბამისი პროექტი არსებობს.
გონიოში, 30-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერირიტორიაზე სპორტული მოედანი 2011 წელს მოეწყო.