მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

1766

წინა სატატია

 გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად შენობაში ცხოვრობენ, – აცხადებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება.

პროექტის ფარგლებში, მცხეთის, გორის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა დასახლებებში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა. 2020 წელს, ასევე დაგეგმილია 10 პროექტის განხორციელება, 8 საბავშვო ბაღის აშენება და 2 ბაღის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო ცენტრები აშენდება. 260-მდე ახალგაზრდა დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. ამასთან, დევნილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მცირე და საშუალო საწარმოებზე 136 გრანტი გაიცემა”, – განმარტავენ სამინისტროში.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს – „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ. #დევნილებისთვის2020

Posted by დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო on შაბათი, 18 იანვარი, 2020