მარნეულის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებზე 726 952 ლარის ფულადი ჯილდო გასცა

794

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა 2019 წელს ჯილდოს სახით 219 450 ლარი აიღეს. როგორც მარნეულის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, მერიაში ჯილდო 188 თანამშრომელმა აიღო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 

ჯილდოს სახით ფულადი თანხა ასევე გადაეცათ მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებს.

მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების 754 თანამშრომელს საერთო ჯამში 507 502 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცა. აქედან, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების 83 თანამშრომელს გადაეცა ჯამში 37 519 ლარი; ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის 72 თანამშრომელს – ჯამში 54 897 ლარი; ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 18 თანამშრომელს – ჯამში 13 384 ლარი; ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების 314 თანამშრომელს – ჯამში 245 930 ლარი; ა(ა)იპ სუფთა მარნეულის 125 თანამშრომელს – ჯამში 106 157 ლარი; შპს მარნეულის სოფ.წყალის 85 თანამშრომელს – ჯამში 20 455 ლარი; შპს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს 4 თანამშრომელს – ჯამში 1010 ლარი და შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის 53 თანამშრომელს – ჯამში 28 150 ლარი.

საერთო ჯამში, 2019 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მერიის, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლების ფულად ჯილდოებში 726 952 ლარი დაიხარჯა.