NDI: ხელისუფლების ლიდერებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს

638

სტატიის გაგრძელება

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური ლიდერებიდან ყველაზე მეტად თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობით არის კმაყოფილი.

გამოკითხულთა 31% დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% – ძალიან კარგად, 32% – საშუალოდ, 16% – ცუდად, 6% – ძალიან ცუდად აფასებს, 1%-მა კი კითხვას არ უპასუხა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, კალაძის შესახებ კითხვები მოქალაქეებს მხოლოდ თბილისში დაუსვეს.

კალაძეს რეიტინგში მოსდევს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 4%, კარგად – 17%, საშუალოდ – 34%, ცუდად – 24%, ძალიან ცუდად – 10% აფასებს, ხოლო 10%-მა შეკითხვას არ უპასუხა.

ლიდერებს შორის მესამე ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს მხოლოდ 1%, კარგად – 12%.

ხელისუფლების წარმომადგენელ ლიდერთა შორის კი რეიტინგის ბოლო ადგილზეა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის საქმიანობას 1% აფასებს ძალიან კარგად, კარგად – 8%, საშუალოდ  – 31%, ცუდად – 34%, ძალიან ცუდად – 20%, 6%-მა კი შეკითხვას არ უპასუხა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.