გორის საკრებულოს ფრაქციებისთვის დახარჯული 277 575 ლარი და თანამდებობის პირები საკრებულოს გაერთიანებებში

617

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების დაფინანსება (დარიცხული) 277 575 ლარი განისაზღვრა. ეს თანხა ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მათი  მოადგილეეების ხელფასებში დაიხარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის თებერვლიდან შვიდი ფრაქცია ჰყავს, მათი რაოდენობა ამ დროსი მონაცემებით იგივე შენარჩუნდა.

ინფორაციისთვის, 2018 წლიდან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადი გახდა. თუ თავმჯდომარეს თვეში ხელფასის სახით 2000 ლარი აქვს განსაზღვრული, მის მოადგილეს 1200 ლარი ერიცხება. ფრაქციას, რომელის წევრთა რაოდენობა ცხრაზე მეტია, ორი მოადგილის დანიშვნა შეუძლია. ასეთი გორის საკრებულოში ერთი ფრაქციაა . “ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” 25 წევრი ჰყავს.
გთავაზობთ გორის საკრებულოს ფრაქციების ჩამონათვალს და იმ პირთა ვინაობას, ვინც თანამდებობრივ სარგოს იღებს.

1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

(ფრაქციის თავმჯდომარე – მიხეილ გოგინაშვილი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ასმათ ტალახაძე მეორე მოადგილე – ირაკლი ჯალაბაძე)

2. “ქართული ოცნება – კონსერვატორები”
(ფრაქციის თავმჯდომარე თამარ მურალოვი
მოადგილე – ილია ვარდანაშვილი

3. “ქართული ოცნება-მრეწველები
(ფრაქციის თავმჯდომარე – ზაქარია მებადური
მოადგილე – მიხეილ გოგებაშვილი)

4. “ძლიერი გორი”
(ფრაქციის თავმჯდომარე ვასილისა ჯაბახიძე
მოადგილე – კახა ბურჯანაძე)

5. “პატრიოტები ხალხის სამსახურში”
(ფრაქციის თავმჯდომარე – თამარ კოდოშვილი მოადგილე – მერაბ მახარაშვილი)

6. “ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები”
(ფრაქციის თავმჯდომარე – შოთა ვანიშვილი
მოადგილე – ივანე ნონიკაშვილი)

7. “ქართული ოცნება-მწვანეები
(ფრაქციის თავმჯდომარე – გიორგი შიოშვილი მოადგილე – ჯუმბერ გიგაური).