ქალაქ რუსთავის შესასვლელში წარწერა – “რუსთავი” დამონტაჟდება

1520

ქალაქ რუსთავის შესასვლელში წარწერა გაკეთდება. ასევე, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.წარწერა “რუსთავი” ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად, 30 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

თითო ასოს სიმაღლე 2 მეტრის იქნება და დღისით თუ ღამით შორი დისტანციიდანაც გამოჩნდება, ღამე წარწერა განათდება.

ძირითადი კონსტრუქციის ფერი ნაცრისფერი იქნება, ასოების ფერზე კი, სავარაუდოდ, თეთრი.

პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 909 548 ლარზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სამუშაოები გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.