წყალმომარაგების კომპანია: დღეიდან 18 იანვრამდე აბაშას და რამდენიმე სოფელს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ

529

აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური და ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების გამო, დღეიდან 18 იანვრის 10:00 სთ-მდე  აბაშასა და მიმდებარე სოფლებს – მაიდანს, გულუხეთის, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ.

“ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბაშისა და აღნიშნული სოფლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის წყლის სისტემის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას და 15 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენის ახალი ქსელით შეცვლას.  პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ”, – აცხადებენ კომპანიაში.