ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება, – ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია. ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბას წყლის მიწოდება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური…
Posted by United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2020