ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, მოყვარულმა დიზაინერებმა მორთეს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ანა ღულაძე პროფესიით ეკონომისტია, ნინო ჩხენკელი ინჟინერ-ტექნოლოგი დიზიანის განხრით, ანა რევიშვილი მხატვარ-დიზაინერი.
ისინი ქუთაისის მერიის კულტურის გაერთიანებაში მუშაობენ.
ამბობენ, რომ მთავარი ნაძვის ხის არსებული დიზაინით მორთვის ინსპირაცია კოლხურ შადრევანი იყო, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. ქუთაისის მთავარი ნაძვის ხეც სწორედ კოლხურ თემატიკაზე აწყობილი დიზაინითაა მორთული, რომელსაც თავზე გვირგვინი ამშვენებს.