“ქართული ოცნების” გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ როგორც “თვითმმართველობის შესახებ” კოდექსში, ასევე, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადოს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე ეს კანონი ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას, არამედ “ქართული ოცნების” მიზანს, საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაცია მოახდინოს.
“ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და დაპირისპირებულობის მიუხედავად, “ქართული ოცნების” გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი შევთანხმდით, ვთხოვთ პრეზიდენტს, რომ ორივე კანონს, როგორც “თვითმმრთველობის შესახებ კოდექსში” ცვლილებებს, ისე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადოს ვეტო, რადგან ორივე ეს კანონი ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალის, “ქართული ოცნების” მიზნებს, რომ სრული უზურპაცია მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის. ასე რომ, პრეზიდენტს ვთხოვეთ, ორივე ამ კანონს დაადოს ვეტო”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
საპარლამენტო და არაპარლამენტო ოპოზიცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი