კალაძე საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით: ახალი ტრენდია… მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან

1237

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, მერია მაქსიმალურად შეეცადა, რომ ქალაქის ცენტრალური საახალწლო ნაძვის ხე “ნატურალურ ნაძვის ხესთან” ყოფილყო მიმსგავსებული და მსოფლოში ეს “ახალი ტრენდია”. ამის შესახებ კალაძემ 25 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძებაზე ისაუბრა.

“ულამაზესია… ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან და არა ის, რაც წლების განმავლობაში ნაძვის ხე ხუფის სახით გვქონდა. ნაძვის ხე იყო სამკუთხედი, ხუფის მაგვარი და ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან… მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”,- თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, ნაძვის ხე ნამდვილად ღირდა თუ არა ერთი მილიონი ლარი და ჩამოიტანა თუ არა მან მილანიდან, კალაძე პასუხობს “ეჭვი გეპარებათ?”.

იტალიაში 305 000 ევროდ ნაყიდი ნაძვის ხე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანაზე 25 დეკემბერს აინთო. სატენდერო პირობების მიხედვით, ის 25 მეტრის სიმაღლისაა.

2019 წლის ნაძვის ხე თბილისის მერიამ ტენდერით იყიდა. ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდება თბილისის ქუჩების ნაწილი. ახალი დეკორაციებისთვის კი 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა.  მას მერე, რაც ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე აეწყო, მასზე ბევრი ჭორაობა და გაკრიტიკებაც მოასწრეს, მაგრამ, როგორც მერიაში ირწმუნებიან, ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია.

ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე უჯდება, ერთწლიანი გარანტია აქვს.