ქუთაისში ცენტრალური ნაძვის ხის მორთვის მცდელობისთვის „გაბედეს“ აქტივისტი დააჯარიმეს

631

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოებით თვითნებურად მორთვის მცდელობის გამო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. მომხდართან დაკავშირებით „გაბედეს“ წევრებმა მერიის წინ ბრიფინგი გამართეს.

მათ მერიის გადაწყვეტილებას „უნიჭო პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი” უწოდეს. „გაბედეს“ აქტივისტის გარდა ათასლარიანი ჯარიმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას მიუვიდა.

მერიაში შერჩევითი სამართლის შესახებ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აქტივისტი ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით დააჯარიმეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

მიხეილ გეგეშიძემ მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე “ქართული ოცნების” ლიდერების ფოტოების ჩამოკიდება 11 დეკემბერს სცადა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა.