თერჯოლაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი აშენდა

744

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება. მათივე ცნობით, ცენტრი ექსპლუატაციაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვის შემდეგ შევა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  233 ათასი ლარით დაფინანსდა

“ჩვენ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის – ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, მთლიანობაში, 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრისა და 200-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია შევძელით წლევანდელი დაფინანსებით, რაც ამ მიმართულებით, რეგიონებში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”. – აღნიშნა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.