ხაშურში სტადიონის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება

652

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტადიონს აშენებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება, დაახლოებით, 6.1 მილიონი ლარია

სამინისტროს ცნობით,  პროექტის ფარგლებში, ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანთან ერთად განათება და სარწყავი სისტემა, ასევე, ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი მოეწყობა, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. პროექტი  საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასაც ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში დასრულდება. 

“ვვარაუდობთ, ამ პროექტის უფრო სწრაფად დამთავრებას, ვიდრე დაგეგმილია. მომავალი წლის შემოდგომაზე ხაშურს ექნება ახალი სტადიონი, რაც დიდი  შეღავათია იმ ბავშვებისთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს. ჩვენი ხელშეწყობითა და მათი მონდომებით, ვფიქრობ, ეს პროექტი კარგ შესაძლებლობას აჩენს მიზნების მისაღწევად და იმისთვის, რომ სპორტით დაინტერესებული მომავალი თაობა წარმატებული იყოს,“ –  განაცხადა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.