ხულოს მერიაში მოქალაქეები 24 აქციას საათიან რეჟიმში განაგრძობენ. ყოფილი სასამართლოს შენობაში მცხოვრები სამი ოჯახი მეექვსე დღეა თვითმმართველობის შენობაში იმყოფება. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ახალ საცხოვრებელზე უარს ამბობენ. აცხადებენ, რომ ფართი არასაკმარისია და ძველი ბინის საკუთრებაში დატოვებასაც ითხოვენ. მერიაში ოჯახებს, მხოლოდ სათავსოებს პირდებიან, თუმცა ოჯხებისთვის ესეც მიუღებელია, მიზეზად აქაც ფართის სიმცირეს ასახელებენ.