კახეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება ეტაპობრივად განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მუნციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა შეიმუშავეს. სეპარაციის დაწყებას ადგილობრივ თვითმმართველობას კანონი ავალდებულებს.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხი 2020 წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინეს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ურნებისა და ტექნიკის შეძენა. პარალელურად განხორციელდება მოსახლეობის ინფორმირებულობაც. ამ ეტაპზე ყველა სახის ნარჩენი ერთად გროვდება და რეგიონის რამდენიმე ნაგავსაყრელზე იყრება.