გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ახალი ჭაბურღილი კეთდება

919

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში ახალი ჭაბურღილი კეთდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროექტი გამგეობის დაკვეთით ხორციელდება და მისი მიზანი  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებაა.

სამუშაოების ღირებულება  41 499 ლარია და ქარელის მუნიციპალიტეტის 2017  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული ჭაბურღილით  სოფელ ცერონისის 652 მოსახლე ისარგებლებს. სამუშოებს  „ამხანაგობა მშენებელი“ასრულებს.