ასწლოვან ხეებზე ლურსმნებით დაჭედებული საახალწლო განათებები ქუთაისის ბულვარში

827

ქუთაისში საახალწლო მორთულობის დასამაგრებლად ხეებზე ლურსმნები დააჭედეს, – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წევრი ვახტანგ სიხარულიძე ავრცელებს, წერს ნიუპრესი.

ვახტანგ სიხარულიძემ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს მრავალწლოვან ხეებზე საახალწლო განათებები, როგორ არის ხეებზე ლურსმნებით დამაგრებული. “ამ ჟანგიანი ლურსმნებითაა მიჭედებულ – მიმაგრებული საახალწლო (ალბათ საშობაოც.) ელექტრო გირლიანდები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდგარ ასწლოვან ხეებზე… ალბათ, შესაბამისმა სამსახურებმა მერია – გუბერნიას ფულები მოუტეხეს,”- წერს ვახტანგ სიხარულიძე სოციალურ ქსელში.