თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 მილიონს აღწევს. მომავალ წელს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე განმარტავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით გაიზრდება.
“2020 წლის ბიუჯეტის სასტარტო თანხა გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. შარშანდელი პროგნოზით ბიუჯეტი 24 მილიონამდე იყო განსაზღვრული, თუმცა წლის ბოლოს ბიუჯტის ჯამური თანხა 38 მილიონ ლარს გასცდა. მომავალ წელსაც სხვადასხვა პროექტების ხარჯზე თელავის ბიუჯეტი 35 მილიონის ფარგლებში იქნება’’,- განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.