ხელვაჩაურის საკრებულოში ერთმანეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრები დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მერია სამ ავტომობილს შეიძენს, რასაც ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა. მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ მაღალჩინოსნები კომფორტის შესაქმნელად ავტომობილებს ყიდულობენ.
თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში” განმარტეს, რომ ავტომობილები არა მაღალჩინოსნებს, არამედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ა(ა)იპებს გადაეცემა.
როგორც ცნობილია, ხელვაჩაურის მერია 175 000 ლარს სამი ავტომობილის შესაძენად დახარჯავს.