გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ყოველთვიურ ანაზღაურებაზე 2 მილიონ 290 000 ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით სახელფასო ფონდი არ გაზრდილა.
,,მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციული ხარჯები არცერთ მუხლში არ არის გაზრდილი თანხები. პირიქით შემცირდა 20 000 ლარით. ისე როგორც გასულ წელს, სახელფასო ფონდი მომავალ წელსაც 2 მილიონ 290 000 ლარით განისაზღვრება”,– განუცხადა KNEWS.GE-ს ნატო გონგაძემ.