გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ავლევში გათბობის სისტემა წლის ბოლომდე დამონტაჟდება. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა ოლია ღვინიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების დასრულებას მაქსიმუმ ერთი კვირა დაჭირდება:
,,ხარჯთაღრიცხვა შედგენილი გვაქვს. ერთ-ერთმა კომპანიამ თანხმობა უკვე განაცხადა და უახლოეს ხანებში დაიწყებს მუშაობას” – აცხადებს დირექტორი.
სკოლამ, საკუთარი რესურსებიდან 16700 ლარი გამოყო. დირექტორი აცხადებს, რომ ახალი სისტემის დამონტაჟებამდე სკოლა შეშით გათბება:
,,შეშის მარაგი ჯერჯერობით გვაქვს. დეკემბერს და იანვრის შუარიცხვებამდე შეგვიძლია შეშის ღუმელი გამოვიყენოთ” – განმარტავს დირექტორი.
სკოლამ ტენდერი 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა სამუშაოების წარმოება არც ერთმა კომპანიამ ისურვა.