თელავის სოფელ ქვემო ხოდაშენში ტრენაჟორების დარბაზი მოეწყობა

781

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ტრენაჟორების დარბაზი გაკეთდება. მერიამ ტენდერი 25 423 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა სპექტრი ავრცელებს.

დარბაზის მოწყობა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ფინანსდება.

დამონტაჟდება სარბენი ბილიკი, ძალოსნური, ველო და ელიპტიკური ტრენაჟორები, ტენისის მაგიდა, შტანგისა სადგამი მოწყობილობა, აგრეთვე განტელების კომპლექსი.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.