ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

549

სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს “ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ააშენა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად,- 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 656,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 525,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

სააგენტოს ინფორმაციით, სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივია დასაქმებული.

2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – HACCP-ის დანერგვაში დაეხმარება.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა.