ახალციხეში, ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას ითხოვს

995

ახალციხეში, ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ, გზის მოასფალტების მოთხოვნით ახალციხის მერიას, რამდენჯერმე მიმართა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბაღინაშვილამდე მისასვლელი გზა, ორი მიმართულებით მოასფალტდა, თუმცა მათი ქუჩა ისევ მოუწესრიგებელია.

„ჯერ საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და შემდგომში გვპირდებიან ასფალტის დაგებას. წვიმიან ამინდში ისე ტალახდება აქაურობა ქალაქში გასვლაც არ გვინდა“, – გვეუბნება ადგილობრივი თოვმას სარკისიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განგვიმარტეს, რომ ასფალტის დაგება უახლოეს მომავალში დაიწყება: “ამ ეტაპზე გრუნტის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს”.

ბაღინაშვილის ქუჩაზე 15–მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები გზის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას წლებია ითხოვენ.