ახმეტის სოფელ შახვეტილასთან მისასვლელი გზა გაკეთდა

604

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში 3 492 მეტრზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი.

ახმეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა.

რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 324 353 ლარი დაიხარჯა.