მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ტყე იწვის. ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა. 50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.
მიმდინარეობს დაკვალიანმებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
“50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც”, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.