“ნელ-თბილი წყალი ვაპკუროთ”- ასე ეხმიანება ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი თბილისში მიმდინარე აქციას. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
საკრებულოს ახალგაზრდული ფრაქციის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ნიკა მაჭუტაძეს დაბალი იმუნიტეტი აქვს და თბილი წყალი უნდა აპკურონ.
“მაჭუტაძეს დაბალი იმუნიტეტი აქვს და ნელ-თბილი წყალი ვაპკუროთ”-წერს ოთარ ლორთქიფანიძე.
დეპუტატის პოსტს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოყვა.