საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას თუშეთში გასაგზავნი ბულდოზერი გადასცა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სამინისტრომ მერიას სულ სამი ერთეული ტექნიკა: ბულდოზერი, თვითმცლელი და ექსკავატორი გადაეცა.
უწყების ინფორმაციით, ორი ერთეული უკვე თუშეთის სოფელ ომალოშია, ბულდოზერი კი – 2020 წლის გაზაფხულზე გაიგზავნება.
მერიაში აცხადებენ, რომ მუდმივად ადგილზე არსებული მძიმე ტექნიკის საშუალებით, თუშეთში სამუშაოები მეტად ოპერატიულად განხორციელდება.