ყაზბეგში რძის საწარმო გაიხსნება

745

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რძის საწარმო გაიხსნება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ არშაში შპს-ს “ნედლი რძე” 2 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადსეცა.

ახალი საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას შეძლებს, საჭირო ნედლეულს კი ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.

წინასწარი ინფორმაციით, დასაქმდება 14 ადამიანი, ინვესტიცია კი 342 400 ლარს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 657 მილიონ ლარს აჭარბებს.