მაჟორიტარი დეპუტატი წყლის გაყვანისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არ არის არჩეული პარლამენტში, კანონები უნდა წეროს, ერთხელ მაინც გამოვიდეს რომელიმე კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებით, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უნდა ისწავლოს პარლამენტის წევრმა, რადგან ეს არის ანაბანა.
„უხერხულია ლაპარაკობდე არჩევიდან მესამე წელს, რომ თურმე რა ეშველება, დაიქცევიან რეგიონები და რაიონები მაჟორიტარების გარეშე, თურმე მუნიციპალიტეტები არ არსებობენ და 2020-დან – 2024 წლამდე აპოკალიფსური პერიოდი გველის. რას აკეთებენ მაშინ ეს მუნიციპალიტეტები და რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის როლი? რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა რეგიონალური პროპორციული სიები, მაგრამ ახლა არის მოცემულობა, როცა საქართველოს პარალმენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მთავარი დანაპირები უნდა შეასრულოს – ეს იქნება მშვიდი არჩევანი,“ – განაცხადა ბესელიამ.