ანა ბუჩუკური: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ირაკლი კობახიძის განცხადება დადასტურებაა, რომ ორგანიზაცია „ოცნება” ღალატობს საკუთარ ხალხს და ქვეყნის ინტერესებს

291

ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ორგანიზაცია „ოცნება” დღეს ღალატობს საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” კვლავ ამომრჩევლის “გადაგდებას” აპირებს.

„საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება 113 დეპუტატის ხმა. შესაბამისად, მათ შორის, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ორგანიზაცია “ოცნების” “ბოსების” გადაწყვეტილება თუ შეფასება, რომ კიდევ ერთხელ აპირებენ “გადააგდონ” საკუთარი მოქალაქეები, ჩვენი პარტნიორები. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რომ მათი ქცევა შეიძლება გახდეს მათი გადაწყვეტილების საფუძველი”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს არავითარი ვალდებულება არ აქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მიიღოს.