გაუქმებული შტატები გურჯაანის მერიაში – ვის შეეხება რეორგანიზაცია

596

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. რეორგანიზაციის შესახებ, საკრებულოს დეპუტატებმა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციულ, საფინანსო და იურიდიულ სამსახურებს.

უწყების ინფორმაციითვე ადმინისტრაციულ სამსახურში გაერთიანდება ორი განყოფილება და ჩამოყალიბდება ერთი, მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილება.

,,ცვლილებები გარდა ადმინისტრაციული სამსახურისა, სხვა განყოფილებებშიც განხორციელდა. ჯერძოდ: იურიდიულ სამსახურში გაუქმდება ზედამხედველობის განყოფილება და ის ჩამოყალიბდება ცალკე სამსახურად, რომლის დაქვემდებარებაში შეიქმნება ორი- სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილება.

რეორგანიზაციის თანახმად, ასევე, საფინანსო სამსახურში, ერთ განყოფილებად გაერთიანდება ბიუჯეტის დაგეგმარების, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებები.

ასევე ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურში, არსებული, ძეგლთა დაცვის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, დაექვემდებარება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ სამსახურს.

მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია ითვალისწინებს საშტატო ცვლილებებსაც. საკრებულოს წევრებმა, მერიის მიერ წარმოდგენილ აღნიშნულ პროექტებს, მხარი, ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.