ბორჯომის მერიამ ოქტომბერში, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 218 069 ლარის დაფინანსება გასცა

496

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ოქტომბრის თვეში სოციალური პროგრამების ფარგლებში, 218 069 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია
1 027 ბენეფიციარს.

ბორჯომის მერიის ცნობით, 77 806 ლარი 116 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 89 ბენეფიციარი 14 346 ლარით დაფინანსდა.

მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს ასევე 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.

ოქტომბრის თვეში განხორციელდა ასევე სათბობით უზრუნველყოფის პროგრამა. მერიამ 623 ოჯახს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და უფიქსირდებათ ქულა 70 000-მდე 150 ლარი ჩაურიცხა. პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 450 ლარი გამოიყო.

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.