შუახევის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

956

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯაბნიძეებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო.

როექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებლობაზე 272856 ლარამდე დაიხარჯება. მშენებლობაზე დასაქმებულია 7 ადგილობრივი.

დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25 -მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობივი.

დღეის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. უახლოეს დღეებში მათ რიცხვს კიდევ ორი ხაბელაშვილების და ბუთურაულის ბაგა-ბაღები შეემატება.