მარნეულის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს წევრები 6 ნოემბერს, მარნეულის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც “რადიო მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, მოსახლეობისაგან ისეთი საკითხების შესახებ მოისმინა, როგორიცაა შიდა გზების, გარეგანათების, გაჩერებებისა და რეკრეაციული ადგილების პრობლემა.
“ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ცენტრალურ ქუჩაზე ჩვენ მთლიანად შევცვლით გარეგანათებას, ასევე, იქნება ახალი გაჩერებები და შევცვლით შუქნიშნებს, ამასთან, სკვერების რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდეს“ – განაცხადა ზაურ დარგალმა
მარნეულის მერთან შეხვედრაზე მისული მოსახლეობის ნაწილმა მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე ისაუბრეს. მოსახლეობის თქმით, ძაღლები ჯგუფებად გადაადგილდებიან, რაც მოქალაქეებში შიშის განცდას იწვევ.
მარნეულის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას პროექტ “ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხვდებიამ. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და 2020 წლის ბიუჯეტის ამ საჭიროებების მიხედვით დაგეგმვას.