კახეთის მხარესა და ავსტრიის ფედერალურ მიწას, შტირიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
4 ნოემბერს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის ეკონომიკის, ტურიზმის, ევროპის, მეცნიერებისა და კვლევის მინისტრმა, ბარბარა აიბინგერ – მიდლიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე.
მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის დედაქალაქ გრაცში გაიმართა.