ბაკურიანის და მიტარბის მოსახლეობა ბორჯომის მერიასთან აქციას მართავს, ადგილობრივები მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.
აქციის მონაწილეები კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შეჩერებული აქვს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა.
აქციის მონაწილეებთან მივიდა ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.
ამ დრომდე [13:30] აქციის მონაწილეებს არ შეხვედრიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
“სოფლებში არიან გასულები. დაახლოებით ორ საათში მოვლენ”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.