ქუთაისში, “თეთრ ხიდზე” დასადგმელი თეთრი ქვები, რაშიც მერიამ სოლიდური თანხა გადაიხადა, დაზიანებულია

1240

წინა სტატია

თეთრი ქვები, რომლებიც თეთრ ხიდზე უნდა განთავსებულიყო, ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ეზოშია დალაგებული. როგორც “ნიუპრესმა” გაარკვია, 13 იმიტირებული ქვა, რომელიც თვეებია ღია ცის ქვეშ არის განთავსებული, დაზიანებულია.

ა(ა)იპში განმარტავენ, რომ მათ ქვების მომავალი ბედის  შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ისინი ეზოში დროებით განთავსდა.

თეთრი ქვები “თეთრის ხიდის” რეაბილიტაციის პროქტის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა.  ქვები ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალმა რუს საქართველოს” წარმომადგენლებმა გასული წლის დეკემბერში მიიტანეს, თუმცა მერიამ კომპანიას ქვების ხიდზე განთავსების უფლება არ მისცა. მერიაში განმარტავდნენ, რომ კომპანიამ ვადები დაარღვია და ქვები დაგვიანებით მიიტანა. ვადების დარღვევის და არასათანადოდ შესრულებული სამუშაოები გამო მერიამ კომპანიას სასამართლოში უჩივლა და ჯარიმა დააკისრა. პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

ამასთან, მერიაში განმატავდნენ, რომ კომპანიის მიერ ჯარიმის დარიცხვის შემდეგ, “თეთრ ხიდზე” დარჩენილი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდებოდა. დაუწყებელი პროცესის გამო ხიდზე სამუშაოები ვერ განახლდა და ხიდი მეტად დაზიანდა. ხიდზე მინა ორჯერ გაიბზარა, რისთვისაც მერიამ 3700 ლარი გადაიხადა.

როდის ჩაინიშნება სასამართლო, ამ დრომდე ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  435 999  ლარიანი ტენდერის ფარგლებში, კომპანია “ალმა რუს საქართველოს”  294 900 ლარი გადაურიცხეს, დარჩენილი თანხა მერიამ დაიტოვა, რომლითაც სამუშაოები უნდა შესრულებულიყო.